|
2017-12-11 11:33:22, 2463 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი კიევში, პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში მიიყვანეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევში, პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში მიიყვანეს. ამის შესახებ TSN იტყობინება. დღეს, სააკაშვილის დაკავების 72 საათიანი ვადა იწურება. შესაბამისად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. როგორც ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები იტყობინებიან, ისინი იზოლატორთან შეკრებას და მის ბლოკირებას გეგმავენ, რათა სასამართლო პროცესი არ დაუშვან. არსებული ინფორმაციით, პროკურორები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის შიდა პატიმრობას და მისთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრებას მოითხოვენ. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)