|
2017-12-09 16:32:11, 2682 ნახვა
მსოფლიო
ისრაელი-პალესტინის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება (LIVE)
ისრაელისა და პალესტინის საზღვარზე ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები გრძელდება, - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პალესტინელები საბურავებს წვავენ. ამასთან, მოზარდების ჯგუფმა ნაგვის ურნებისგან ბარიკადების მოწყობა დაიწყო. პროტესტის შემდეგ ადგილზე ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა. მათ პალესტინელების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ხმოვანი ყუმბარები დაუშინეს. სააგენტო წერს, რომ ერთ-ერთი ყუმბარა იმ ტერიტორიის მიმართულებით გაისროლეს, სადაც ჟურნალისტების ჯგუფი მუშაობდა. შეგახსენებთ, ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 დეკემბერს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. პროტესტების ტალღამ მსოფლიოს სხვა მუსლიმური ქვეყნებიც მოიცვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)