|
2017-12-09 15:45:15, 2751 ნახვა
მსოფლიო
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომს დასრულებულად ვაცხადებთ“ - ერაყი ტერორისტებისგან გათავისუფლდა
ერაყის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ქვეყანა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსგან“ მთლიანად გათავისუფლებულია, - ამის შესახებ Reuters იუწყება. როგორც ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელისუფლებო ძალებმა სირიასთან საზღვარზე კონტროლი დაამყარეს. „ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ერაყ-სირიის საზღვარზე და ამით ჩვენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომს დასრულებულად ვაცხადებთ“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის რეგიონები 2014 წელს დაიპყრო, მათ შორის ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი მოსული. 2017 წელს მასშტაბური ოპერაციის შემდეგ მოსული გაათავისუფლეს, შემდეგ კი საომარი მოქმედებები ტერორისტების მიერ კონტროლირებად სხვა რეგიონებშიც გაგრძელდა. გარდა ამისა, 5 ოქტომბერს ერაყის არმიამ კირკუკის პროვინციაში მდებარე ქალაქ ჰავიჯაზე კონტროლი დაამყარა, რომელიც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ბოლო საყრდენი იყო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)