|
2017-12-09 14:50:28, 2600 ნახვა
მსოფლიო
ყოფილი მაღალჩინოსანი: სააკაშვილი ჩემ ბინაში დააკავეს, მაგრამ მე არ „ჩამიშვია“ (ვიდეო)
ლუგანსკის ოლქის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, იური პოკინბოროდა, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, აცხადებეს, რომ სააკაშვილი მის ბინაში მკურნალობას გადიოდა, - ამის შესახებ ყოფილი მაღალჩინოსანი Facebook-ში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში საუბრობს. "სააკაშვილი გაცივდა. მას სჭირდებოდა ელემენტარული სამედიცინო დახმარება. არ გვქონდა დრო იმაზე გვეფიქრა თუ წად სად წაგვეყვანა. საავადმყოფოში ვერ წავიყვანდით. მოვიყვანეთ ჩემთან სახლში და აქ დავიწყეთ მისი მკურნალობა. მოხდა ისე, რომ ამ საიდუმლოს შენახვა ბოლომდე ვერ მოვახერხეთ. იყო რამდენიმე ადამიანი, ვინც იცოდა, რომ სააკაშვილი აქ არის", - განაცხადა პოკინბოროდამ. ამასთან, ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ გარკვეულ პირებს უნდათ, ის სააკაშვილის დაპატიმრებაში დაადანაშაულონ. "ახლა დგას საკითხი ჩემს ღირსებასთან დაკავშირებით. მე არ დამაკავეს იმიტომ, რომ სურთ დამნაშავედ გამომიყვანონ. მე არ გავჩერდები და ვიპოვი იმას, ვინც სააკაშვილი "ჩაუშვა". მე არ არ გამიკეთებია", - განაცხადა პოკინბოროდამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)