|
2017-12-09 14:18:22, 2376 ნახვა
კომენტარი
კობა ნაყოფია: სააკაშვილს 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა, საჭირო იყო მისი ბინაში გადაყვანა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოკავშირე კობა ნაყოფია აცხადებს, რომ ყოფილი გუბერნატორის ბინაში გადაყვანა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იყო საჭირო, - ამის შესახებ Strana იუწყება. "მიხეილი ავად გახდა. მას 40 გრადუ სიცხე ჰქონდა. აუცილებელი იყო მისი სადმე გადაყვანა, რომ ემკურნალა. ამიტომ, ის გადაიყვანეს ბინაში. არ ვიცი ვინ არის ის კაცი, რომელთანაც სააკაშვილი იმყოფებოდა“, - აღნიშნა ნაყოფიამ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ დააკავეს. ის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, სანამ მას არ გაათავისუფლებენ. სავარაუდოდ, სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 დეკემბერს გაიმართება. სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს. უკრაინელი დეპუტატის, ანტონ გერაშენკოს თქმით, სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების ზომას სასამართლო 72 საათის განმავლობაში განსაზღვრავს. პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)