|
2017-12-08 16:22:28, 2334 ნახვა
მსოფლიო
„რისხვის დღე“ იერუსალიმში - ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის აქციაზე შეტაკება მოხდა
იერუსალიმში, დამასკოს კარიბჭესთან, ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის, რომლებიც დღეს აქციას მართავენ, შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მომიტინგეების ნაწილმა ძველ ქალაქთან ქუჩა გადაკეტა, რის შემდეგაც პოლიციამ მათი დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეები პოლიციას ბოთლებს ესვრიან. ათობით ადამიანი დამასკოს კარიბჭეში შესვლას ცდილობს. მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. ცნობისთვის, მუსულმანების მრავალათასიანი აქცია დღეს დაიწყო. ისინი ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ამასთან, შეტაკებები დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილშიც გაგრძელდა. BBC-ის ცნობით, პალესტინელების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)