|
2017-12-08 14:02:33, 2349 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი საბერძნეთშია - ის საზღვრების გადახედვას ითხოვს
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, 1923 წლის ლოზანის შეთანხმება, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთსა და საბერძნეთს შორის საზღვრები დაადგინა, უსამართლოა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, საბერძნეთში მუსლიმების მიმართ დამოკიდებულება მიანიშნებს, რომ ოფიციალური ათენი ლოზანის შეთანხმებას არ ასრულებს. "მათ არ მიეწოდებათ შესაბამისი დახმარება ინვესტიციების სახით და მუსლიმების დისკრიმინაცია მიმდინარეობს",- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მოგვიანებით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ათენი და ანკარა ნდომის განმტკიცების შესახებ ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ. ციპრასი თვლის, რომ მხარეებმა არსებული პრობლემები მშვიდად უნდა მოაგვარონ. ცნობისთვის, მხარეებს შორის უთანხმოების მთავრი მიზეზი 1974 წელს თურქეთის ჯარების მიერ კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპირების საკითხია. გარდა ამისა, ორ მეზობელ ქვეყანას სადავოა ეგეოსის ზღვაში დაუსახლებელი კუნძული და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2011 წელს აღმოჩენილი აფროდიტეს ბუნებრივი აირის რესურსი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)