|
2017-12-08 12:06:25, 2233 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი პალესტინას მოუწოდებს, მაჰმუდ აბასისა და მაიკ პენსის შეხვედრა არ გააუქმოს
ვაშინგტონი პალესტინის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, დეკემბერში დაგეგმილი შეხვედრა მაჰმუდ აბასსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის აღარ შედგება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თეთრი სახლი პალესტინას მოუწოდებს უარი არ თქვას დეკემბერში პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასსა და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შორის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე. აშშ-ში აცხადებენ, რომ ეს გადაწყევტილება მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება. შეხვედრის გაუქმების შესახებ განცხადება აბასის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯიბრილ რაჯოუბმა გააკეთა. მისი თქმით, მაიკ პენსს პალესტინის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ. "ჩვენ მას პალესტინის ტერიტორიაზე ვერ მივიღებთ", - ნათქვამია განცხადებაში. შეხვედრა, დეკემბერში უნდა გამართულიყო. პალესტინის ეს გადაწყვეტილება ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)