18:06 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 12:03:59, 2012 ნახვა

კომენტარი
ლომჯარია: ერთ-ერთი პირველი საქმე, რომლითაც დავინტერესდები, არასრულწლოვანთა შორის ძალადობას ეხება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, არასრულწლოვნებთან დაკავშირებით მომხდარმა ბოლო ტრაგიკულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ მწვავედ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით არსებობს.

ლომჯარიას თქმით, ერთ-ერთი პირველი საქმე, რომლითაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე საქმიანობისას დაინტერესდება, სწორედ არასრულწლოვანთა შორის ძალადობას უკავშირდება:

„მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს დიდი ხანია ბავშვთა უფლებებზე, ალბათ, ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც არსებობს ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით. სკოლაში არსებული სიტუაციები, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა იმ საქმის შესწავლა, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა შორის ძალადობასთან, იქნება პრიორიტეტი და ერთ-ერთი პირველი საქმე, რითაც დავინტერესდები“,-აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის თანამდებობაზე უჩა ნანუაშვილი დღეს ოფიციალურად ჩაანაცვლა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics