|
2017-12-07 19:48:04, 2222 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა
7 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, სასტუმროში „ბილტმორი“ გაიმართა ერთობლივი, გაფართოებული შეხვედრა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კომპანიებთან. ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელსაც „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ის ინიციატივები და მიზნები, რასაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ისახავს ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიების ხელშეწყობისათვის. ამასთანავე, ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა ხელს უწყობს ქართული კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებას და ინტერნაციონალიზაციის მიზნით სინერგიული აქტივობების დაგეგმვას. ღონისძიებას 60-მდე ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო, რომლებმაც საკუთარ ხედვები და საჭიროებები გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას. როგორც აღინიშნა, შეხვედრის მიზანი სერვისების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა იყო, რადგან აღნიშნული სექტორი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. შეგახსენებთ, რომ ღონისძიება ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას. ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ, მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ევროკავშირის ამ პროგრამის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)