|
2017-12-07 14:29:54, 1879 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ჩხენკელი: სკოლებში პროფესიონალი ფსიქოლოგები იქნებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში პროფესიონალი ფსიქოლოგები იმუშავებენ. ჩხენკელის თქმით, იმისათვის, რომ ყველა სკოლა მოიცვან, პროცესში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტებიც ჩაერთვებიან: "მქონდა შეხვედრა ფსიქოლოგების ჯგუფთან, ცნობილ ფსიქოლოგებთან, რომლებიც ბავშვების ფსიქოლოგიით არიან დაკავებულები, ამ კუთხით აქვთ კვლევები, სამუშაო გამოცდილება და ძალიან საინტერესო გეგმები დავსახეთ, როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეების, მათი მშობლების ინფორმირებულობის კუთხით. სკოლებში იქნებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები. იმისთვის, რომ ყველა სკოლა მოვიცვათ, პროფესიონალებთან ერთად, ჩართულნი იქნებიან ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები. ვსაუბრობ საუკეთესო წარმომადგენლებზე. ისინი ჩაერთვევიან ამ მნიშვნელოვან პროცესში", - განაცხადა ჩხენკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)