|
2017-12-07 13:43:34, 1908 ნახვა
კომენტარი
გახარია: მანდატურის სამსახურსა და შსს-ს შორის, რაღაც მომენტში, ბმის გაწყვეტა მოხდა
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სკოლებში მანდატურის სამსახური უნდა იყოს ეფექტური იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს არსებობს. გახარიას თქმით, მთავარი ამოცანა მანდატურის სამსახურის ეფექტურობის ზრდაა და ეს მთელი ქვეყნის მანდატურების სისტემას ეხება. "ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს არის მანდატურების ნდობის ზრდა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და მათი მთავარი ამოცანაა, რომ მანდატურების სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტური. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა. სამწუხაროდ, მისი იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა. ამიტომ, სასწრაფოდ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გაზრდის მანდატურების ეფექტიანობას. მანამდე, სანამ ეს მოხდება, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული და შესაძლებელ რესურს მოახმარს იმას, რომ სკოლაში უსაფრთხოების ზომები დაცული იყო",- განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)