18:07 - 07 Jul, 2026
|
2017-12-07 13:38:45, 1896 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ჩხენკელი: საპატრულო პოლიციის დანიშნულება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება იქნება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში მანდატურის სამსახურის გაძლიერება მოხდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საპატრულო პოლიციასა და მანდატურებს შორის მჭიდრო კავშირი დამყარდება: “საპატრულო პოლიციის დანიშნულება იქნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, როდესაც მოსწავლეები სახლებში ბრუნდებიან. უწყებათშორისი ჯგუფი უკვე შეიკრიბა, კონკრეტული დეტალები, როგორ მოხდება პატრულირება, გაცნობებთ. ჩვენი მიზანია, რომ უკლებლივ ყველა სკოლა იყოს უსაფრთხო და საქართველოს მასშტაბით გაკონტროლდეს. როგორი მარშრუტი იქნება პატრულირების, ამაზე მიდის მუშაობა", - განაცხადა ჩხენკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)