|
2017-12-07 13:25:52, 1822 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ჩხენკელი: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა მსგავსი ტრაგედია ქვეყანაში აღარასოდეს განმეორდეს. ჩხენკელის განმარტებით, პირველ რიგში საკითხი ეხება სკოლებში უსაფრთხოებას: „მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საზოგადოებას. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს. როგორც მოგეხსენებათ, შევხვდი შს მინისტრს, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი,სადაც შევლენ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტრო იქნება წარმოდგენილი, კულტურის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები,საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდობის თემატიკით არიან დაკავებულნი, რომ მოხდეს ჩამოყალიბება სტრატეგიის, რათა მსგავსი ტრაგედია აღარასოდეს განმეორდეს.პირველ რიგში საკითხი ეხება სკოლებში უსაფრთხოებას“,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)