|
2017-12-07 12:40:11, 1710 ნახვა
კომენტარი
ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო, ტრამპს მამაცი და სამართლიანი უწოდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა. ნათანიაჰუმ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების გამო, მადლობა გადაუხადა და "მამაცი და სამართლიანი" უწოდა. "ეს ისტორიული დღეა. ეს ქალაქი ისრაელის დედაქალაქი იყო 70 წლის განმავლობაში. იერუსალიმი 3 ათასი წლის განმავლობაში ებრაელი ხალხის დედაქალაქი იყო. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, რომელიც მშვიდობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ აშშ-ს იერუსალიმის ისრეალის დედაქალაქად ცნობაში და თავიანთი საელჩოები აქ გადმოიტანონ. დარწმუნებული ვარ, რომ საელჩოების გადმოტანა არ შექმნის პრობლემას. გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ, პალესტინელებთან და ყველა მეზობელ ქვეყნებთან კარგ ურთიერთობას",- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი იესრაელის დედაქალაქად აღიარა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)