|
2017-12-06 20:58:31, 2309 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: თუ ვიბრძოლებთ, გვაქვს სრული შანსი, ახალ წელს პოროშენკოს გარეშე შევხვდეთ
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ოპონენტებს ერთად დგომისკენ მოუწოდა. როგორც სააკაშვილმა დღეს მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ის მხარდამჭერებთან ერთად უმაღლეს რადასთან "დაბინავებას" აპირებს. "მოგიწოდებთ ოპონენტებს, ოპოზიციურ პარტიებს მოგიწოდებთ გაერთიანებისკენ. ახლა არ არის დრო პოლიტიკურ ინტერესებსა და პარტიებზე ვიფიქროთ. ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ, რადგან უნდა დავიცვათ უკრაინა. მოგიწოდებთ ერთად დგომისკენ. მინდა გითხრათ, რომ თავს დაგვესხმევიან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა გვეშინოდეს. აქ ვიცხოვრებთ, მოვემზადებით იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ. არ მოგვიწვეს დიდხანს ლოდინი, რომ მათ თავდასხმა განახორციელონ და ამიტომ უნდა ვიყოთ მზად. თუ ვიბრძლებთ, გვაქვს სრული შანსი, რომ ახალ წელს პოროშენკოს გარეშე შევხვდეთ. ამბობენ, როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებო. თუ კარგად ვიმუშავებთ, ბარიგების გარეშე გავატარებთ მომავალ წელს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა კვირას, 10 დეკემბერს მასშტაბური აქცია დააანონსა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)