03:13 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 20:22:44, 2162 ნახვა

პოლიტიკა
საგარე: უკრაინული მხარე კიევში ჟურნალისტების არ შეშვებას უსაფრთხოების გამკაცრებით ხსნის

კიევში, საქართველოს საელჩოსა და  საკონსულოსთვის ცნობილია იმ ფაქტის შესახებ, რომ  უკრაინის ტერიტორიაზე ქართველი ჟურნალისტების ნაწილი არ შეუშვეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში ამბობენ,  ამასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოსა და საკონსულო წარმომადგენლობას, როგორც ელჩის, ასევე კონსულის დონეზე უკრაინულ მხარესთან, კერძოდ შესაბამის სამსახურებთან ჰქონდა კომუნიკაცია. 

"უკრაინული მხარე მედიის წარმომადგენლებისათვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრზალვას ხსნის ქვეყანაში შექმნილი უსაფრთხოების გარემომებებიდან გამომდინარე. ასევე საელჩო აქტიურ კავშირზეა თავად ქართველ ჟურნალისტებთან რათა შეუფერხებლად უზრუნველყოფილი იყოს მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესი", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, „TV პირველის“ ჟურნალისტს ვახო სანაიასა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძეს „ბორისპოლის“ აეროპორტში უკრაინის საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს. ისინი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენების გასაშუქებლად მიდიოდნენ.
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics