|
2017-12-06 19:59:52, 2455 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილმა უკრაინის გენპროკურორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში ქვეყნის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოსა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვასილი გრიცაკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, - ამის შესახებ Interfax იუწყება. სარჩელის თანახმად, აღნიშნული პირები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების წინააღმდეგ სხვადასხვა არაკანონიერ ქმედებებს ახორციელებენ. ამასთან, სააკაშვილი თვლის, რომ მაღალჩინოსნები სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. სარჩელში წერია, რომ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლით უნდა იყოს აღძრული, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. სააკაშვილი გამოძიების დაწყებას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)