|
2017-12-06 17:35:27, 1951 ნახვა
კომენტარი
უკრაინის გენპროკურორი სააკაშვილზე: თუ კაცია, დღეს განყოფილებაში გამოცხადდეს
უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საგამოძიებო უწყებაში მოსვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, - ამის შესახებ Interfax იუწყება. "დღეს ღამით განვითარებული მოვლენები აბსოლუტურად კანონიერია, იმიტომ რომ ბატონი სააკაშვილი გაქცევის მერე ძებნაშია გამოცხადებული. უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-მ უნდა დააკავონ. ეს კანონიერი და აუცილებელი ქმედებაა ნებისმიერ სახელმწიფოში", - განაცხადა ლუცენკომ. ამასთან, ლუცენკოს თქმით, სპეცსამსახურებს შეეძლოთ, უფრო მკაცრად მოქცეულიყვნენ. "ის 12 თანამშრომელი, რომლებსაც გუშინ სააკაშვილი დასაკითხად გადაჰყავდათ, ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეები არიან. მათ კანონის მიხედვით ცეცხლის გახნის უფლებაც ჰქონდათ. სააკაშვილი მოტყუებული და კურჩენკოს ფულით ნაყიდი ხალხის ზურგს უკან მიმალვით პირად კომფორტზე ფიქრობს. სააკაშვილს დავაკავებთ და ყველაზე კარგი, რაც შეიძლება მან გააკეთოს, თუ კაცია, თუ უკრაინა ოდნავ მაინც უყვარს, დღეს გამოცხადდეს განყოფილებაში. ეს ერთადერთი გზაა, რომ უკრიანა არ განადგურდეს", - განაცხადა იური ლუცენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)