|
2017-12-06 16:41:06, 1635 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - ნეპოტიზმი იმდენადაა გამჯდარი წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ფსიქიკაში, რომ სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიცია კონკრეტული არგუმენტების გარდა ყველაფერზე საუბრობს. მდინარაძის თქმით, ამოცანა არ არის ნათესავებისა და აქტივისტების დასაქმება, რაიმე დამატებითი მიზანი, როგორც ეს მისივე თქმით, ადრე ხდებოდა. მისივე განმარტებით, რეფორმის მთავარი მიზანი მმართველობის ეფექტურობის გაზრდა და ბიუროკრატიის შემცირებაა, ერთ-ერთი მიზანი კი ხარჯების ოპტიმიზაციაა: „მათ ისაუბრეს ხანძარზე, ხელფასებზე, ყველაფერზე, ოღონდ არ წარმოუდგენიათ ამ თემებთან მიმართებით არგუმენტები. როდესაც რეფორმის მიზანშეწონილობაზე ვსაუბრობთ, მთავარია, დავინახოთ მიზანი, ეს არ არის რაიმე დამატებითი მიზნები, როგორც ეს ხდებოდა წარსულში. ნათესავების დასაქმება და აქტივისტების დასაქმება იმდენად არის გამჯდარი ჩვენი წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ფსიქიკაში, რომ მათ სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ და ვერ წარმოუდგენიათ იმ რეალური მიზნების შესახებ, როცა ხდება ტექნიკური გაერთიანება ამ რეფორმის პირველ ეტაზპე და მართვის ახალი მოდელის შექმნა და როდესაც ოპტიმიზაციაზეა საუბარი, ეფექტური მენეჯმენტი ეს არის მთავარი სწორი გადაწყვეტილება“,-განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ მთავრობას მიეცემა 3 თვიანი ვადა რეორგანიზაციის, ოპტიმიზაციის და შერწყმის პროცესის განსახორციელებლად, რის შემდეგაც დაფიქსირდება, თუ რა სახის საბიუჯეტო ცვლილება მოხდება. „მთავრობას მიეცემა 3 თვიანი ვადა, რომ ახალი მოდელის შექმნის შემდე, დადოს ოპტიმალური გეგმა, თუ რა სახის ოპტიმიზაცია იქნება, რამდენად შემცირდება კადრები, რა რაოდენობის თანხის დაზოგვა იქნება შესაძლებელი. შეუძლებელია არ იყოს ერთ-ერთი ლეგიტიმური მიზანი ხარჯების ოპტიმიზაცია“, - აღნიშნა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)