|
2017-12-06 16:13:18, 1637 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერის ეს თამამი ნაბიჯი, მისასალმებელია
საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ძალიან თამამი ნაბიჯი გადადგა და ეს მისასალმებელია. სესიაშვილის თქმით, ქვეყნის წარმატების ფორმულა მდგომარეობს ძლიერ მმართველობაში, ნაკლები ბიუროკრატიით, კოორდინაციის მაღალ ხარისხში და ეფექტურ კონტროლის მექანიზმებში. „გულწრფელად მინდა მივესალმო პრემიერის ძალიან თამამ ნაბიჯს, აქ ვიყოთ ობიექტურები, რომ ეს არის მართლაც თამამი ნაბიჯი და პრინციპულად ვიზიარებ მიდგომას იმდენად, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ფორმულა მდგომარეობს ძლიერ მმართველობაში, ნაკლები ბიუროკრატიით, კოორდინაციის მაღალ ხარისხში და ეფექტურ კონტროლის მექანიზმებში. ამიტომ პროცესი, რომელიც დაიწყო და მართლაც თამამი ინიციატივა იყო პრემიერის მხრიდან, მე ვფიქრობ არის სწორი დასაწყისი, რომ ჩვენ შემჭიდროვებული ბიუროკრატიის ფარგლებში შევძლოთ არსებული მწირი რესურსის გამოყენებით კოორდინაციის უნარჩვევების გაძლიერება და ამასთანავე ეტაპობრივად და მაქსიმალური მონდომებით დავამატოთ და გავაძლიეროთ კონტროლის მექანიზმები. მე ყოველთვის ვამბობდი და აქაც ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოპოზიციასთან ხშირ შემთხვევაში ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება, აზრები, პოზიცია გაგვაჩნია, ეს არის თემა, რომელიც შეეხება თავდაცვას, უსაფრთხოებას და გულწრფელად მჯერა, რომ ყველას გვაქვს საერთო ეროვნული ინტერესი, ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჩვენი მოქალაქეების ადეკვატური დაცვა“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)