|
2017-12-06 15:49:28, 2157 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: შემოთავაზებული ვერსიის შეცვლა ჩვენი სისუსტე კი არა, დემოკრატიული მიდგომაა
„ვიღაცას თუ ჰგონია, რომ შემოთავაზებული ვერსიის შეცვლა, ჩვენი სისუსტეა, მიმაჩნია, რომ ეს არის დემორკატიული მიდგომა“,-ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მთავრობის მიერ სხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერთების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევასა და ამ თემის ირგვლივ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას. სესიაშვილის განმარტებით, დემოკრატიული კამათისა და მსჯელობის ფარგლებში შეჯერდნენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საგარეო დაზვერვის სამსახური აღარ მიუერთდება. „რაც შეეხება დაზვერვას, ვიღაცას თუ ჰგონია, რომ თუკი შემოთავაზებული ვერსია შეიცვალა ეს არის ჩვენი სისუსტე, მიმაჩნია, რომ ამ პროცესმა დაგვანახა, რომ ეს არის დემორკატიული მიდგომა და გადაწყვეტილება, რომ სწორედ კამათის, დმეოკრატიული კამათისა და მსჯელობის ფარგლებში ჩვენ შევჯერდით“,-განაცხადა სესიაშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერთება მთავრობაში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების ნაწილი იყო. პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელეთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ გაერთიანება ძალაუფლების ცენტრალიზაციასა და ფუნქციონალურ დისბალანს გამოიწვევდა. მათი შეფასებით, დაზვერვის სამსახურის გაუქმება და ამ ფუნქციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემა პრობლემურია. ასევე გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ შინაარსობრივად საუაბრი იყო ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის (საგანგებო დავალების ოფიცრის ჩანერგვა ამა თუ იმ სახელმწიფო დაწესებულებაში ისე, რომ ის ხდება ამ დაწესებულების ოფიციალური თანამშრომელი) სრულფასოვან აღდგენაზე.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)