|
2017-12-06 15:46:44, 2380 ნახვა
მსოფლიო
სოციალურ ქსელში სააკაშვილის მხარდამჭერების და სამართალდამცველების დაპირისპირების ვიდეო გავრცელდა
სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების და სამართალდამცველების დაპირისპირების ვიდეო გავრცელდა, - ამის შესახებ Ria იუწყება. დღეს გამთენიისას სპეცრაზმელებმა უმაღლეს რადასთან გაშლილი კარვების შტურმი განახორციელეს. როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, სპეცრაზმი ადგილზე სააკაშვილის დასაკავებლად იყო მისული, თუმცა მხარდამჭერებმა ამის უფლება არ მისცეს. აღნიშნული შეტაკების შედეგად სულ 13 ადამიანი დაშავდა, აქედან 11 სამართალდამცველი და 2 მოქალაქე. ცნობისთვის, უმაღლეს რადასთან კარვების ქალაქი გუშინ მოეწყო. ტერიტორიაზე ასობით ადამიანი იმყოფება. მას შემდეგ ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტის პტერო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები დილიდან ბარიერებს ამაგრებენ და ადგილზე ტომრები, აგურები და ბორბლები აქვთ მიტანილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)