|
2017-12-06 14:54:10, 1873 ნახვა
კომენტარი
გიორგი კაკაურიძე: ბიუროკრატული ხარჯების შემცირების ზუსტი მოცულობა 3 თვის შემდეგ გახდება ცნობილი
ბიუროკრატული ხარჯების შემცირების ზუსტი მოცულობა რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ დაზუსტდება - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით, ეს პროცესი 2018 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. „უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებები ასახულია მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში თანხებიც და დასაქმებულების რაოდენობაც გადანაწილებულია იმის მიხედვით, თუ რომელი სამინისტრო გაერთიანდა და რომელი ფუნქციებიც სად გადავიდა. აღსანიშნავია, რომ არ შემცირებულა არც დასაქმებულთა და არც თანხების მოცულობა. როგორც კი საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს სტრუქტურულ ცვლილებებს და ახალი ხელმძღვანელები დაიწყებენ მუშაობას, გამოცხადდება რეორგანიზაცია და ოპტიმიზაციის პროცესი და მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება ზუსტი დათვლა რა თანხის ეკონომია მოხდა აღნიშნული სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ" - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებს ექნება არა ერთჯერადი ეკონომიის ეფექტი, არამედ ადმინისტრაციული ხარჯები მომავალ წლებშიც მუდმივად შემცირებული იქნება. მისი თქმით, ბიუროკრატული ხარჯების შემცირებით მიღებული გამოთავისუფლებული თანხები დაემატება შესაბამისი სამინისტროების იმ პროგრამებს, რომელზედაც დამატებითი მოთხოვნები იყო დაყენებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)