|
2017-12-06 14:47:04, 1854 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიული კომიტეტი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარს უჭერს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასკვნა წარმოადგინა. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პრინციპების დონეზე საკანონმდებლო პაკეტს მხარს უჭერენ, მეორე მოსმენით კი, შინაარსობრივ ნაწილზე მუხლობრივად იმსჯელებენ: „კრიტიკული მოსაზრებები მესმის, თუმცა ყველანი ვთანხმდებიღთ, რომ ეს ცვლილებები იყო საჭირო, ასეთი დინამიკა და გადაწყევტილება მიიჩნევა როგორც დადებითი, როდესაც ხდება ოპტიმიზაცია რესურსების. მთავრობის შიგნით უწყებების სტრუქტურული გაერთიანება ყოველთვის მიიჩნევა, როგორც კარგი მმართველობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ასევე მგონია, რომ კარგი გადაწყვეტილება იყო ის, რაც კონსულტაციების შედეგად შეჯერდა, გაერთიანება უსაფრთხოების სამსახურის დაზღვერვის ნაწილში, მიუხედავად იმისა, მე არ ვიზიარებ განცხადებებს, რაც ისმოდა, შორს არის იმ ტექსტისგან, რაც არის შემოთავაზებული. ვიფიქრეთ, რომ კითხვების ხელოვნურად გაჩენის არეალიც არ დაგვეტოვებინა.ამიტომ, კარგი გადაწყვეტილება იყო მიღებული ერთად. მთლიანობაში, პრინციპების დონეზე შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ამ პაკეტს და მეორე მოსმენით მუხლობრივად ვიმსჯელოთ უკვე შინაარსობრივ ნაწილზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)