|
2017-12-06 13:31:08, 2366 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილმა მხარდამჭერებს 18:00 საათზე უმაღლესი რადას შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე უმაღლესი რადას შენობის წინ შეკრებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს საღამოს 18:00 საათზე შევიკრიბებით და ჩვენს სამოქმედო გეგმას გამოვაცხადებთ. ეს იქნება მტკიცე, მაგრამ მშვიდობიანი სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ხალხის მოსვლა რადას მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანია. "პოროშენკო იტყუებო, როდესაც ამბობს, რომ ФСБ-ს აგენტი ვარ, ის იტყუება, როდესაც ამბობს, რომ აქ ექსტრიმისტები დგანან, იტყუება როდესაც ამბობს, რომ ეს ქართული სცენარია, რადგან ჩემს გვერდით პრაქტიკულად არც ერთი ქართველი აღარ დარჩა, ყველა გააგდეს. მაგრამ ჩვენ არ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ პოროშენკო ფულს გვპარავს, რომ ის კორუმპირებული ბარიგაა. ჩვენს გვერდით დგას თითქმის მთელი უკრაინა, პოროშენკოს უკან კი, მხოლოდ 5 %. ის 5% რომლებიც მის ნაირი ბარიგები არიან", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)