|
2017-12-06 13:12:26, 2340 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი: ის რაც გუშინ პოროშენკომ გააკეთა, მისი დასასრულის დასაწყისია (ვიდეო)
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის რაც გუშინ კიევში მოხდა, ძალის დემონსტრირება იყო. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის მოსახლეობამ პოროშენკოს იმპიჩმენტის პროცესი უნდა დაიწყოს. "ის რაც გუშინ პოროშენკომ გააკეთა მისი დასასრულის დასაწყისია. ეს არის მაფიოზური დაჯგუფების დასასრული და ახალი უკრაინის დაბადების დასაწყისი. მათ ისტერიულად სურთ დამაშორონ ხალხს, რომ მე იურიდიული დეტალებით დავკავდე, რომ მე არ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. ის, რაც აქ ხდება, ეს არ არისსააკაშვილის ბანაკი, ეს არ არის მიხო-მაიდანი, ეს არ არის ქართული კონსპერაცია, ეს უკრაინის ბანაკია უკრაინელებისთვის. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ხალხს დავეხმარო. ჩვენს გეგმებს დღეს საღამოს გამოვაცხადებ. მათ ნაწილზე შემიძლია ახლაც ვისაუბრა და ვთქვა, რომ ჩვენი გეგმაა დანაშაულებრივი დაჯგუფებები სამართალდამცველ სტრუქტურებს კანონიერი გზით ჩამოვაშოროთ და პოროშენკოს იმპიჩმენტი დავიწყოთ. გუშინ მათ პროვოკაცია მოაწყვეს. თუ მათ სურდათ ჩემი დაკავება, ეს მარტივი იყო. მე დაცვის გარეშე დავდივარ, მაგრამ პოროშენკოს სურდა ძალის დემონსტრირება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)