|
2017-12-05 18:16:07, 1912 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ამ მშვიდობიანი გზით მოხდება პოროშენკოს იმპიჩმენტი, ან გადაგვივლიან
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ლიდერის პეტრო პოროშენკოს კორუმპირებულობა ზღვარს სცდება, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა NewsOne-ის ეთერში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პოროშენკოს იმპიჩმენტი მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. "ის ყველას ფულს გვპარავს. სიტუაცია ძალიან კონკრეტულია. ჩვენ ახლა ან გავერთიანედებით და მშვიდად ავირიდებთ თავიდან რევოლუციას, მშვიდობიანი მანიფესტაციის გზით, პარლამენტის მეშვეობით გადავაყენებთ პოროშენკოს, როგორც ეს 2014 წელს მოხდა, ან ჩვენ გადაგვივლიან. ჩემი სიცოცხლე უკრაინას ეკუთვნის. დღეს უკრიანელმა ხალხმა გადამარჩინა და მანქანიდან გადმომიყვანეს. მოვუწოდებ ხალხს, რომ ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოხდეს და ყველა გამოვიდეს ქუჩაში. გელოდებით, რადგან ამაზეა დამოკიდებული უკრაინის მომავალი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)