|
2017-12-05 17:55:52, 1838 ნახვა
კომენტარი
საყვარელიძე: სააკაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომლის დაჭერაც უკრაინაში შეუძლებელია
მიხეილ სააკაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომლის დაჭერაც არის შეუძლებელი უკრაინაში, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, უახლოეს საათებში რადასთან მიმდინარე მიტინგს უფრო მეტი ხალხი შეუერთდება. „ჩვენ ვართ ერთადერთი მთავარი და უალტერნატივო მოძრაობა და არა მხოლოდ პარტია, რომელიც აუცილებლად მიაღწევს თავის გამარჯვებას. სააკაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომლის დაჭერა არის შეუძლებელი უკრაინაში. უკრაინელმა ხალხმა შიშველი ხელებით გამოგლიჯა, ფაქტობრივად, რამდენიმე ათას სპეცრაზმელს დღეს მიშა მანქანიდან. არავინ სისხლისღვრას არ აპირებს, პროვოცირებას ახდენს ყოველთვის ის მხარე, რომელიც ცუდად ამთავრებდა უკრაინაში პოლიტიკური ნიშნით, თავიანთი პოლიტიკური მეტოქეების განადგურების მცდელობის დროს“, - განაცხადა დავით საყვარელიძემ. მისივე თქმით, გააკეთებენ ყველაფერს, რათა აქციის დროს დაკავებული მხარდამჭერები გაათავისუფლონ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)