00:21 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 15:30:05, 2081 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს

უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 24-საათიან შინაპატიმრობას ითხოვს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს თქმით, მიხეილ სააკშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. მისივე ინფორმაციით, სააკაშვილის გუნდს გაქცეული ოლიგაქრი სერგეი კურჩენკო აფინანსებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, თუმცა სპეცრაზმი მის ტერიტორიიდან გაყვანას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ექს-გუბერნატორის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე უკრაინის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატიც იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics