|
2017-12-05 15:25:21, 1703 ნახვა
კომენტარი
ბაჩო ახალაია: სააკაშვილის მიმართ უსინდისო ქცევა საქართველოს შეურაცხყოფაა
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. როგორც ახალაიამ განაცხადა, "ეს ბრძოლა ყველა შემთხვევაში გამარჯვებამდე მივა". "მიუხედავად იმისა, ვინ რა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს, მე მინდა უბრალოდ ადამიანური, ჩვეულებრივი დამოკიდებულება გამოვხატო ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტ სააკაშვილისადმი უსინდისო მიდგომას არ იმსახურებს საქართველო! არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რიგით მერამდენე პრეზიდენტია ადამიანი, მის მიმართ თავხედური, უსინდისო ქცევა საქართველოს შეურაცხყოფაა. ეს საქართველოს ღირსების საკითხია, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სიმბოლოა და ვინც ამ ღირსებას მოეპყრობა უპატივცემულოდ, ის აუცილებლად აგებს პასუხს, იქნება ეს პოროშენკო, ლუცენკო, პუტინი თუ ივანიშვილი", - წერს ახალაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)