|
2017-12-05 14:59:12, 1775 ნახვა
კომენტარი
კალაძე: სააკაშვილის ექსტრადირება თუ შესაძლებელი იქნება, შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ
თბილისი მერი კახა კალაძე უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექს გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. „უკრაინის შესაბამის სამსახურებს გააჩნია კონკრეტული კითხვები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, თუმცა საქართველოში მასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, წაყენებული აქვს ბრალი კონკრეტულ საქმეებზე, ასევე გაგზავნილია მოთხოვნა გადმოცემასთან დაკავშირებით და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუ შესაძლებელი იქნება მისი ექსტრადირება, რა თქმა უნდა შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის კანონი, კანონის უზენაესობა და შესაბამისად ჩვენ ვალდებული ვართ ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში“,-განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)