04:39 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 19:32:59, 399 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე პრემიერს: რუსეთში რუბლი მყარდება, საქართველოში კი ლარის კურსი ისევ ეცემა

„უკრაინაში გრივნა, რუსეთში რუბლი მყარდება, საქართველოში კი ლარის კურსი ისევ ეცემა“, – ასე უპასუხა „ნაციონალური  მოძრაობის“ წევრმა გიორგი ვაშაძეს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებას ლარის კურსის დოლართან მიმართებაში გაუფასურებასთან დაკავშრებით.
მისივე თქმით, ქვეყანაში მოსახლეობას ახალი ხელისუფლების პირობებში „გაჭირვებას გრძნობს“.
„არ გრცხვენიათ, როცა ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესზე ხმამაღლა საუბრობთ, მაშინ, როცა ადამიანები სამუშაო ადგილებს კარგავენ. ხალხი გაჭირვებას გრძნობს. როცა ამბობთ, რომ ლარის კრიზისი მხოლოდ რეგიონის პრობლემააო – უკრაინაში გრივნა მყარდება, რუსეთში – რუბლი, საქართველოში კი ლარის კურსი ისევ ეცემა. ეს არის პრობლემა ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა ვაშაძემ.  
პრემიერ–მინისტრმა დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზად საგარეო ფაქტორები დაასახელა.
ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ლარი დასტაბილურებას 2–3 კვირაში დაიწყებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics