02:21 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 09:30:59, 2076 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა პრეზიდენტს რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა

„საქართველოს პრეზიდენტს მივმართე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე 6 დეკემბრის 12 საათიდან, რომელზეც პარლამენტი განიხილავს მთავრობაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მთავრობამ კონსულტაციების საფუძველზე გაიწვია 12 კანონპროექტი, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების გაერთიანებას ეხებოდა.

კონსულტაციების საფუძველზე ამ ორი სამსახურის გაერთიანება აღარ მოხდება. 
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განხილული იქნება კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისი თანმდევი 98 კანონპროექტი სამივე მოსმენით, დაჩქარებული წესით. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics