00:22 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 14:38:41, 2609 ნახვა

მსოფლიო
მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე 8 ადამიანი დააკავეს

მალტელი ბლოგერის, დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის საქმეზე რვა ადამიანი დააკავეს. ყველა დაპატიმრებული მალტის მოქალაქეა.

BBC-ის ინფორმაციით, მთავრობა ეჭვმიტანილების ვინაობას ჯერ არ ამხელს.

ჟურნალისტი "პანამის დოკუმენტებს" სწავლობდა. 2017 წელს მან განაცხადა, რომ მალტის პრემიერის ჯოზეფ მუსკატის ცოლი, სავარაუდოდ, ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებს ფლობს, რომელიც ფულს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისგან იღებს.

პანამის დოკუმენტების გამო, მალტაზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, სადაც მუსკამტმა ისევ გაიმარჯვა.

ჟურნალისტი 16 ოქტომბერს, სახლიდან გამოსვლის შემდეგ მალევე, ავტომობილის აფეთქებას ემსხვერპლა. ის 53 წლის იყო. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მედიის ცნობით, აფეთქებამდე 15 დღით ადრე, ჟურნალისტმა პოლიციას უთხრა, რომ ემუქრებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics