|
2017-12-01 12:58:50, 2900 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებები ხარჯებს შეამცირებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შედის, ხარჯების ზრდას არ გამოიწვევს. „წინა სამ წელთან შედარებით ეს ხარჯების ზრდას არ გამოიწვევს. ჩვენ გვაქვს დაანგარიშებული ფრაქციების რაოდენობა წინა სამი წლის განმავლობაში და შევადარეთ ეს მაჩვენებელი ახალ მაჩვენებელს, რომელსაც მივიღებთ კანონის მიღების შემდეგ და ზრდა არ იქნება, პირიქით, შემცირდება შესაბამისი ხარჯები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ინიციატივის მიზანი ფრაქციების მართვის გაუმჯობესებაა. „ინიციატივის მიზანი არის ის, რომ გაუმჯობესდეს ფრაქციების მართვა. მე ვიტყოდი, რომ პროპორციულად აისახება როგორც მმართველი პარტიის, ასევე, ოპოზიციური პარტიების ინტერესებზე ანუ პროპორციულად იქნება გადანაწილებული ეს თანამდებობები როგორც მმართველ პარტიაზე, ასევე, ოპოზიციურ პარტიებზე",- განაცხადა კობახიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)