21:30 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 18:27:25, 2045 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) საქმიანობა განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და   MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ჯენერ ედელმანმა ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

ფინანსთა მინისტრმა MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია უწევს ჩვენს ქვეყანას განათლების სფეროში, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში, ფინანსთა სამინისტრომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერის  ფარგლებში, გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ქართველ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებით სწავლობენ, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

თავის მხრივ, MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მისიაა საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა. მისი პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით ხორციელდება. კომპაქტი არის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM) დისციპლინებში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას საქართველოში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics