|
2017-11-30 17:22:14, 1687 ნახვა
კომენტარი
იაგო ხვიჩია: ვდებთ პირობას, რომ საქართველოში, უახლოეს მომავალში მარიხუანას მოწევა-მოხმარება ლეგალური იქნება
ვდებთ პირობას, რომ საქართველოში, უახლოეს მომავალში მარიხუანას მოწევა-მოხმარება იქნება ლეგალური, - ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, ადვოკატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, სასამართლოს სიტყვები, ნიშნავს იმას, რომ ადამიანს კანაფის მოხმარების გამო პრობლემები არ უნდა შეექმნას. "ისტორიული დღეა 2017 წლის 30 ნოემბერი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში განვიხილავთ ორ რამეს - კანაფის მოხმარება არის ლეგალური თუ რამდენიმე დღეში ან კვირაში გახდება ლეგალური. შეთანხმებული ვართ, რომ დეკრიმინალიზებულია და აუცილებლად ვდებთ პირობას, რომ საქართველოში, უახლოეს მომავალში საქართველოში მარიხუანას მოწევა-მოხმარება იქნება ლეგალური. ჩვენ დღეს პირველად გავარღვიეთ საბჭოთა კავშირის მიერ დაწესებული ზღუდე ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ჩვენ პირველად ვთქვით ადამიანზე, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არასოდეს იქნება კრიმინალი და ამ სიტყვების უკან დაბრუნება შეუძლებელია. შეუძლებელია უკან დაბრუნდეს საბჭოთა კავშირი. როცა სასამართლომ თქვა, რომ ეს არის ადამიანის თავისუფალი განვითარების საშუალება, ეს თავის თავში მოიცავს იმას, რომ ადამიანს აქვს უფლება თავისი თავის განვითარებისთვის რაც უნდა ის გააკეთოს. თუ ჩვენ ამ უფლებას ვაღიარებთ, შეუძებელია პროცესები წავიდეს იმ მიმართულებით, რომ საკუთარი თავისთვის მოსახმარ კანაფზე ადამიანი არა თუ დაიჭირონ, არამედ მას არ უნდა შეექმნას რამენაირი პრობლემა. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ იხსნება ყველა ნასამართლეობა, რომელიც კანაფთან დაკავშირებით ადამიანებს ჰქონდათ, დაბრუნდება ყველა მართვის მოწმობა, რომელიც ამ მუხლით აქვს შეჩერებული ადამიანებს”, - განაცხადა ხვიჩიამ. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)