|
2017-11-30 11:53:20, 2177 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერის დავალებით, ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებებობების მონიტორინგი დაიწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებებობების მონიტორინგი დაიწყება. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სასტუმროებსა და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს. პრემიერის თქმით, უნდა შემოწმდეს შენობებში არსებული ვითარება, რათა საგანგებო სიტუაციების დროს, მძიმე შედეგი თავიდან იქნას აცილებული. „უცილებლად უნდა დავიწყოთ არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი ამ მიმართულებით, თუ გნებავთ, აღრიცხვა. განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს და, რა თქმა უნდა, სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს.ასევე უნდა ინახოს, რამდენად უზრუნველყოფილია თავისუფალი მოძრაობა ადამიანების ასეთი ტიპის საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩავატაროთ სამუშაო, თუ რა არის გასაკეთებელი ამ მიამრთულებით. იცით, რომ მომავალი წლისთვის, საგანგებო სიტუაციებისთვის და შესაბამისი სამსახურებისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული და მათი აღჭურვაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტური ვიყოთ ასეთ სიტუაციებში. მოგეხსენებათ, 2015 წელს პირველად გავამკაცრეთ რეგულაციები სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით და 2016 წელს მივიღეთ დადგენილება და ორი ეტაპი გავაკეთეთ გამკაცრების ამ მიმართულებით. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ზედმიწევნით შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომელიც გაწერილია ამ შესაბამის ნორმატიულ აქტებში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)