03:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 15:53:41, 484 ნახვა

პოლიტიკა
ნაციონალურმა მოძრაობამ საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა დატოვა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა დატოვეს.
სხდომაზე მთავრობის ახალი შემადგენლობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს უნდა მოუსმინონ.
როგორც სხდომის დატოვებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ  განაცხადა, მათ სხდომა იმ მიზეზით დატოვეს, რომ მინისტრებთან კითხვის დასასმელად მცირე დროა გამოყოფილი.
ჯაფარიძის თქმით, მინისტრებს კითხვებს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე დაუსვამენ.
„გაერთიანებული 4 კომიტეტის სხდომაა და უნდა მოვუსმინოთ 5 მინისტრს. მემგონი  1 საათი მაინც იყოს მინიმუმ დრო, 5 თუ 6 მინისტრს თითო კითხვა მაინც დავუსვათ. რადგან ამის შესაძლებლობა არ არის, ჩვენ ჩვენს კითხვებს მინისტრებს უმცირესობას სხდომაზე  დავუსვამთ“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics