|
2017-11-29 19:15:58, 1866 ნახვა
ეკონომიკა
„აბრეშუმის გზის ჯგუფი“ საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის განვითარებაზე მუშაობს
„აბრეშუმის გზის ჯგუფის“ ბიზნესგანვითარების ვიცე-პრეზიდენტის, დევიდ ბიურგერის განცხადებით, ჯგუფი სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში პოტენციალს ხედავს და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებზე მუშაობს. „ვამუშავებთ პროექტებს, რათა მეტი ტურისტი მოვიდეს ქვეყანაში, მიმდინარეობს სამასპინძლო ბიზნესის განვითარება - იგულისხმება სასტუმროები, მათ შორის საერთაშორისო ბრენდების სასტუმროები თბილისსა და ბათუმში. ამჟამად ვმუშაობთ წინანდლის პროექტზე, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სადაც ჩვენ ვავითარებთ ტრადიციული ღვინის დამზადების ტექნოლოგიას“, - განაცხადა ბიურგერმა. „საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების“ პანელზე გამართული დისკუსიისას, „აბრეშუმის გზის ჯგუფის“ ბიზნესგანვითარების ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტურისტების მოზიდვის მიზნით, ჯგუფი ძირითად აქცენტებს სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციაზე აკეთებს და აღნიშნული მიდგომა შედეგიანია. „სტუმარ-მასპინძლობა ქართული კულტურის ქვაკუთხედია. ჩვენ ვხედავთ, რომ ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში იზრდება. ბევრი მათგანი მოდის ახლომდებარე ქვეყნებიდან, არიან ირანიდან, გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა აზიის ქვეყნებიდან. ამავდროულად ვხედავთ, რომ იზრდება ინტერესი ბიზნესის ჯგუფებიდან. საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ადამიანებისთვის - ჩამოვიდნენ, ისიამოვნონ, დაისვენონ, ამავდროულად, ბიზნესი აწარმოონ, ვფიქრობ, რომ ამ კუთხით საქართველო საინტერესო და მომხიბლავი ადგილია“, - აღნიშნა მან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)