|
2017-11-29 18:33:27, 1840 ნახვა
ეკონომიკა
ზურაბ გელენიძე: გარდაბანში 300 მეგავატის სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე სადგური აშენდება
თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ სესიაზე „საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები“ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძე ისაუბრა: „ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულება გახდა. ეკონომიკაში აღმოფხვრილია კორუფცია. ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დიდ საშუალებას აძლევს ბიზნესპარტნიორებს, რომ ბიზნესი გაფართოვდეს. საუბარია ფართო მასშტაბურ პროექტზე, ეს არის 300 მეგავატის სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე სადგური გარდაბანში, რომელიც თანამედროვე ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით აშენდება", - განაცხადა გელენიძემ. ზურაბ გელენიძის განცხადებით, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობს იტალიურ კომპანიებთან „რავენადისთან“ და „სიამსისთან“, რომლებსაც ინფრასტრუქურის სფეროში 100 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)