|
2017-11-29 17:33:05, 1911 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ერიავეცი: საქართველო განიხილება როგორც ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად არის მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად
„ასოცირების დღის წესრიგის სრული და ეფექტიანი განხორციელება, თვალსაზრისით საქართველო ლიდერია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში. ევროკავშირის მხრიდან, საქართველო განიხილება როგორც ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად არის მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად",- ამის შესახებ სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ერიავეცმა განაცხადა. კარლ ერიავეცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში გაღებული მნიშვნელოვანი წვლილი და კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვენიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისა და მისწრაფებების მიმართ. სლოვენიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ევროკავშირთან სამართლებრივ, ინსტიტუციურ თუ დარგობრივ თავსებადობის მიღწევაში მაქსიმალურ თანადგომა აღუთქვა. კარლ ერიავემცმა მიხეილ ჯანელიძე, მომავალ წელს, საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთოებების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავად სლოვენიაში მიიწვია. მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ მიხეილ ჯანელიძის სლოვენიაში ვიზიტის დროს დაიგეგმოს ბიზნეს ფორუმი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს. სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით თბილისს " თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ღონისძიების ფარგლებში ეწვია. თბილისში „აბრეშუმის გზის" ფორუმი 28-29 ნოემბერს მიმდინარეობს და მასში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)