|
2017-11-28 17:22:26, 1694 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურისტული ნაკადი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ჩინეთიდან
საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკის იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელშიც საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობის კარგი პერსპექტივები აქვს. ამის შესახებ კომენტარი დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილესთან, ციენ ქემინგთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ესწრება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით აქცენტი ტურიზმზე გააკეთა. კერძოდ, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დღეს მზარდი ტურისტული ნაკადი აქვს, თუმცა, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი. „მიგვაჩნია, რომ ტურისტული ნაკადი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ჩინეთიდან. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ განვითარების მიმართულებით ჩვენ დღეს უკვე ვთანამშრომლობთ ჩინეთთან, მათ შორის ეს არის გრანდ კომპონენტი, რომელიც ეხება საავადმყოფოს მშენებლობას, თუმცა, ასევე არის სათბურების მიმართულება და ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)