14:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 16:31:31, 2127 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებული საედ დუდაევის ადვოკატის სარჩელი დაუშვებლად სცნო

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირის ადვოკატის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

ამის შესახებ საედი დუდაევის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დუდაევს წინასწარი პატიმრობა 24 ნოემბერს შეუფარდა.

დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323/1-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლომასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ტერორისტული მიზნით) და 328-ემუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics