03:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 13:29:32, 529 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - საქართველომ PACE-ს რეზოლუციების ყველა პირობა შეასრულა, რუსეთი კი საკვანძო დებულებებს კვლავ არღვევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ან ბრასორს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ვიზიტად მყოფ სტუმარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო კომისიის თანამომხსენებელთა კონსტრუქციული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა იმ ე.წ ხელშკრულების გამო, რომელიც რუსეთმა სოხუმსა და ცხინვალთან გააფორმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ შეასრულა საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების ყველა პირობა მაშინ, როდესაც რუსეთი კვლავ არღვევს საკვანძო დებულებათა უმრავლესობას.

ამ ვითარების ფონზე, პრემიერმა თხოვნით მიმართა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, გამოიყენოს ყველა არსებული საშუალება და მოუწოდოს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღებული ვალდებულებები.

თავის მხრივ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და ამ პროცესში ევროპის საბჭოს როლზე ისაუბრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics