|
2017-11-27 09:46:06, 1972 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვია
საქართველოს, 27-28 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი ეწვია. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება. მათივე ინფორმაციით, 11:30 საათზე, საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 27 ნოემბერს, ვოლოდიმირ გროისმანი ეწვევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრს წეროვანში ასევე, გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს თბილისში. 28 ნოემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, სიტყვით გამოვა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნით სესიაზე, ასევე - მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში - „High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability". ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)