14:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 11:02:47, 1816 ნახვა

სამართალი
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი. ხ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი თბილისში, აგლაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა გასროლის ხმა გაიგეს. პატრულ-ინსპექტორებმა ოპერატიულად დაადგინეს, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ ავტომანქანაში ი.ხ.-მ გაისროლა, რის შედეგადაც დაზიანდა როგორც მისი, ასევე, იქვე მდგომი, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა.

„სამართალდამცველებმა ი.ხ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ნივთმტკიცებად ამოიღო. ავტომანქანაში, ასევე, აღმოჩენილია ნიღაბი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics