21:55 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 16:25:03, 2538 ნახვა

მსოფლიო
ეგვიპტეში, მეჩეთში განხორციელებული ტერაქტის შედეგად სულ მცირე 54 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტეში ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 54 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Sky News Arabia იუწყება

მედია საშუალების ცნობით, ტერაქტის შედეგად 85 ადამიანი დაშავდა.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ Reuters-ი და ადგილობრივი ტელეკომპანია Nile News-ი. სააგენტოს ცნობით, დაშავებულთა რიცხვმა 75-ს მიაღწია, ხოლო ტელეკომპანიის ინფორმაციით დაშავდა 150 ადამიანი. 

თავდასხმა ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე მეჩეთზე მოხდა. ტერორისტები მეჩეთში წირვის დროს შეიჭრნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედოს. ამის შემდეგ მათ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.

აღსანიშნავია, რომ სხვა მედია საშუალებები დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ და წერენ, რომ ტერაქტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics