23:54 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 13:56:47, 2219 ნახვა

პოლიტიკა
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიხსნა

ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სამიტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნების ლიდერები და წარმომადგენლები ესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვა.

მონაწილეები, 2015 წელს რიგაში ბოლო სამიტის შემდეგ, მიღწეულ შედეგებსა და წარმატებებს განიხილავენ.

სამიტის ფარგლებში ასევე სამომავლო თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. საუბარი შეეხება ძლიერ ეკონომიკას, ძლიერ მმართველობას, ტრანსპორტს და ენერგეტიკას, ასევე მოქალაქეებს შორის კავშირების განმტკიცებას. აღნიშნული მიზნები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში გაწერილ იმ 20 საკითხს შორისაა, რომელიც 2020 წლამდე პერიოდზეა გათვლილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics